რა არის PSD2?
PSD2 არის ელექტრონული საგადახდო სერვისების ევროპული რეგულაცია, რომლის მიზანიც გადახდების უსაფრთხოების ზრდა, ინოვაციების წახალისება და ამასთანავე, საბანკო სერვისების უახლეს ტექნოლოგიებთან ადაპტაციის ხელშეწყობაა. სწორედ PSD2 შეგვიძლია მივიჩნიოთ იმის მტკიცებულებად, თუ როგორ იზრდება აპლიკაციის პროგრამული ინტერფერისის(API) მნიშნველობა სხვადასხვა ფინანსურ სექტორში.
ყველაფერი დაიწყო 2007 წელს საგადახდო მომსახურების მიმწოდებლების დირექტივით (PSD),რომლის მიზანიც იყო ევროკავშირში საერთო საგადახდო ბაზრის შექმნა, რაც უნდა გამხდარიყო ინოვაციების, კონკურენციისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველი.
2013 წელს კი ევროპულმა კომისიამ შეიტანა შესწორება, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების გაუმჯობესებას, სექტორში კონკურენციისა და ინოვაციების გაძლიერებას და საგადასახადო ბაზრის უსაფრთხოების განმტკიცებას, ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ხელს უწყობს გადახდის ახალი მეთოდებისა და ელექტრონული კომერციის განვითარებას.
როგორ გამოვიყენოთ PSD2 API?
API დოკუმენტაცია
გაეცანით ჩამოთვლილ დოკუმენტაციებს, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი როგორ მიიღოთ წვდომა PSD2 API-ზე.
გაეცანით არსებულ API-ებს
გადახედეთ.ჩვენს API-ებს და არსებული ფუნქციონალიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი?
გამოიყენეთ ჩვენი აპი უმოკლეს დროში სასურველი შედეგის მისაღებად.
ატვირთეთ სერტიფიკატი
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც რეალური სერტიფიკატები(QWAC & QSealC), ასევე დააგენერიროთ სატესტო სერტიფიკატები ჩვენსავე საიტზე.
გამოიყენეთ სენდბოქსი
შემდეგი მისამართი გამოიყენება sandbox-ში ბანკის PSD2 API-ზე წვდომის მისაღებად.
https://OpenBankingXS2AAPI-SandBox.lb.ge/
პაროლი: demo
OTP: 1234