ხშირად დასმული კითხვები
1რას გვთავაზობს დეველოპერ პორტალი?
ჩვენი დეველოპერ პორტალი არის ციფრული სადისტრიბუციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დეველოპერების ჩართულობის გაზრდას ჩვენს API– ებთან. იგი შექმნილია იმისთვის რომ უკეთ შეძლოთ API– ს შესწავლა და გამოყენება.
2 დაცულია თუ არა მონაცემები, რომლებიც API– ს მეშვეობით არის გაზიარებული?
მონაცემთა დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შევიმუშავეთ შიდა პოლიტიკა და სტანდარტები, რათა ჩვენი კლიენტების მონაცემები დაცული იყოს.პერიოდულად მიმდინარეობს პოლიტიკისა და სტანდარტების განახლება, რომ შეესაბამებოდეს რეგულაციებსა და ბაზრის განვითარების მოთხოვნებს. უფრო კონკრეტულად, ჩვენ ვიღებთ კანონის შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს (პოლიტიკა და პროცედურები, IT უსაფრთხოება და ა.შ.), რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა,მთლიანობა და მათი დამუშავების წესი.
3რა სტანდარტებს ემყარება თქვენი PSD2 სპეციფიკაცია?
ლიბერთი ბანკი ს API სპეციფიკაციები დაფუძნებულია ბაზრის სტანდარტებზე, როგორიცაა NextGenPSD2, OAuth 2.0 და ISO 20022.
4PSD2 API-სთან დასაკავშირებლად საჭიროა დეველოპერ პორტალზე რეგისტრაცია?
არა, დეველოპერ პორტალზე რეგისტრაცია საჭირო არ არის.
5 როგორ დავუკავშირდე PSD2 API Sandbox-ს?
ყველა ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ Sandbox გარემოში ჩვენს PSD2 API- სთან დასაკავშირებლად, მოცემულია დეველოპერ პორტალის დოკუმენტაცია გვერდზე.